Sunday, October 11, 2015

მოკლე ისტორია თამბაქოს შესახებ


თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობამდე ევროპელთათვის თამბაქოს არსებობა ცნობილი არ იყო. როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა, ძირძველი ამერიკელები თამბაქოს ხმარობდნენ რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს.
კოლუმბმა ევროპაში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა თამბაქოს ნიმუში, მაგრამ იმ დროისათვის თამბაქომ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა. ევროპაში თამბაქოს მოწევა დაიწყეს მხოლოდ 1580 წლიდან. თამბაქოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის სერ უოლტერ რელეის, რომელიც ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის კარზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა. თამბაქოს მოწევა მალე გავრცელდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, ასევე ინგლისის კოლონიებში აფრიკასა და აზიაში. რუსეთში თამბაქოს მოწევა გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.
საქართველოში თამბაქო შემოიტანეს XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.
მსოფლიოში თამბაქოს ყველაზე დიდი პლანტაციებია ჩინეთში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდონეზიასა და თურქეთში. თამბაქო მოჰყავთ აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში დასავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.
არსებობს თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახე პაპიროსი, სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხისა და გასახვევი თუთუნი, აგრეთვე ბურნუთი და საღეჭი თამბაქო.


No comments:

Post a Comment