Friday, October 23, 2015

სტატისტიკური მონაცემები


სოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.      სადღეისოდ საქართველოში სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია.


სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში

საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია მოსალოდნელი.


ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც).

საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები _ 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი _ საშუალო ასაკში, ამდენივე კი _ ხანში შესული. 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.


სიკვდილის სტატისტიკა

- XX საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

- მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად საშუალოდ 5.4 მილიონი ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში _ ერთი.

- ყოველი 10 მოზრდილი ადამიანიდან ერთის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.

1 comment:

  1. ძალიან მომწონს ეს ბლოგი ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე...

    ReplyDelete