Friday, October 23, 2015


ჩვენს შესახებ:

ბლოგი შექმნილია ახალციხის რაიონის ქ. ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ.  დღეს მეტად აქტუალურ თემას წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით გაიზარდა მწეველთა რაოდენობა მოზარდებში, საჭიროა მკვეთრი რეაგირების მოხდენა, ამიტომ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო ამ კონკურსში.
ქ.ვალის N2 საჯარო სკოლა




მონაწილეები:

1) ნინო გიორგაძე-X კლასი-55701247-https://www.facebook.com/nino.giorgadze.503


2) ქეთი პაპიძე-X კლასი-555913034-https://www.facebook.com/qeti.papidze.5?fref=ts


3) ნინო მანვალიშვილი-X კლასი-593219963-https://www.facebook.com/nino.manvelishvil


ბლოგის შექმნის მთავარი მიზანია ვუთხრათ არა მავნე ჩვევებს და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებში დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

მუშაობის პროცესი


სტატისტიკური მონაცემები


სოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.      სადღეისოდ საქართველოში სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია.


სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში

საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%. სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია მოსალოდნელი.


ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც).

საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები _ 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი _ საშუალო ასაკში, ამდენივე კი _ ხანში შესული. 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.


სიკვდილის სტატისტიკა

- XX საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

- მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად საშუალოდ 5.4 მილიონი ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში _ ერთი.

- ყოველი 10 მოზრდილი ადამიანიდან ერთის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.

ერთ-ერთი ფაქტი ჩვენი თემიდან... დავეხმაროთ მათ მავნე ჩვევების მოშორებაში...ეს ხომ არც ისე ძნელია...


ნუ უჩვენებთ ბავშვებს ცუდ მაგალითს!


თამბაქო სერიოზულ ზიანს აყენებს ფილტვებს


Wednesday, October 21, 2015

ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა:
1.      ,,შინაგანი დაავადებები“        ვ. ალადაშვილი
2.      ,,შინაგანი   დაავადებები“      გ. ყუფარაძე
3.      ,,დიდი  საოჯახო  სამედიცინო  ენციკლოპედია“     მაია  მუხიგული

კამპანია თამბაქოს წინააღმდეგ...


რჩევები და რეკომენდაციები



პროფილაქტიკური ღონისძიებები
სამეცნიერო ნაშრომებმა და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ განვახორციელოთ ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.
თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში:
თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა
მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა
გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში.
გასაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მშობლებმა თავიანთი შვილების მიმართ გარდატეხის ასაკში, რადგან ამ პერიოდში ისინი ბევრ შეცდომებს უშვებენ. ამიტომ შეიძლება მშობლებს მივცეთ რამდენიმე რეკომენდაცია

მიმართვა მშობლებს:

ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.

 მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).

თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე.

აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები... თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას.

იმედია მომავალში გამოსწორდება სიტუაცია, ყველა აღიქვამს სწორად თამბაქოს მავნებლობას, გაითვალისწინებენ მოცემულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, თავს დაანებებენ თამბაქოს წევას და ყველა ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს კი - ძალიან გვჭირდება.

Sunday, October 11, 2015

!...




რატომ შევწყვიტოთ თამბაქოს წევა


მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს სიგარეტის მოწევას:
მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.  
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინის დონე სისხლძარღვებში სწრაფად ეცემა. ნიკოტინის განმეორებითი დოზების მიუღებლობის შემთხვევაში გულისცემა რეგულირდება და სისხლის წნევა მცირდება. სისხლძარღვებში მატულობს ჟანგბადის შემცველობა. ორი-სამი დღის შემდეგ ნიკოტინის დიდი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან.
 რამდენიმე დღის შემდეგ მცირდება მწეველის ქრონიკული ხველება, რამდენიმე კვირაში კი სულ ქრება. ადამიანს ფილტვები უსუფთავდება და სუნთქვა უადვილდება.
თამბაქოს მოწევის შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ ყოფილი მწეველისათვის გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებისა რისკი იგივეა რაც არამწეველთათვის.
 სიგარეტის თავის დანებების შემდეგ ადამიანს უქრება პირის ღრუში უსიამოვნო გემო, უმჯობესდება ყნოსვა, ძილი უფრო მშვიდი აქვთ და გაღვიძებისას კარგად გრძნობენ თავს.
 თამბაქოს მოწევის შეწყვეტა აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. სისხლძარღვების ცირკულაციას მოწესრიგების გამო კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება.
თამბაქოს მოწევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევის შეწყვეტა ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
თამბაქო და ორსულობა
ნაყოფის სისხლის მომარაგების შეფერხება
ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების შეფერხება
თვითნებური აბორტის მაღალი რისკი
მკვდრად შობადობა
ნაადრევი მშობიარობა


თამბაქოს მავნე გავლენა


საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

·         თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიიტი;
·         თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას;
·         თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის სიხშირე;
·         თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში.
·         დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია.

·         თამბაქოს მოწევის შედეგად ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში.ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც.


მწეველები და გარემო
თამბაქოს მოწევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები არიან. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური მოწევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, ემფიზემა, გულის დაავადებები თუ სხვა სერიოზული დაავადებები. პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი. პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს. გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.