Sunday, October 11, 2015

თამბაქოს მოწევის მიზეზები


თამბაქოს მოწევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს მოწევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამო.
ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში.
არსებობს მწეველთა ორგვარი ტიპი: იშვიათი და რეგულარული.
იშვიათ მწეველებს მიეკუთვნებიან ის პირები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან მხოლოდ იშვიათად, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითადღესასწაულის დროს ან წვეულებაზეჭამის შემდეგამხანაგებთან სტუმრობისას და სხვა.
რეგულარულ მწეველს მიეკუთვნება ის პირირომელიც ეწევა თამბაქოს ყოველლღე
ისინი ფიზიკურად შეჩვეულნი არიან ნიკოტინის მიღებას, მათ ვერ წარმოუდგენიათ ერთი დღეც კი სიგარეტის გარეშე.
ხშირად რეგულარული მწეველი ცდილობს თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, მაგრამ ამის შედეგად პირველ ხანებში მას ეწყება დეპრესია, მოუსვენრობა, ნერვიულობა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც რეგულარული მწეველი თავს არ ანებებს მოწევას არის ის, რომ თავიდან აიცილოს ეს სიმპტომები.




No comments:

Post a Comment