Wednesday, October 21, 2015

რჩევები და რეკომენდაციები



პროფილაქტიკური ღონისძიებები
სამეცნიერო ნაშრომებმა და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ განვახორციელოთ ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.
თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში:
თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა
მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა
გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში.
გასაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მშობლებმა თავიანთი შვილების მიმართ გარდატეხის ასაკში, რადგან ამ პერიოდში ისინი ბევრ შეცდომებს უშვებენ. ამიტომ შეიძლება მშობლებს მივცეთ რამდენიმე რეკომენდაცია

მიმართვა მშობლებს:

ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.

 მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).

თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე.

აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები... თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას.

იმედია მომავალში გამოსწორდება სიტუაცია, ყველა აღიქვამს სწორად თამბაქოს მავნებლობას, გაითვალისწინებენ მოცემულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, თავს დაანებებენ თამბაქოს წევას და ყველა ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს კი - ძალიან გვჭირდება.

2 comments:

  1. ვფიქრობ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს რჩევები

    ReplyDelete
  2. მადლობა საინტერესო რჩევებისთვის

    ReplyDelete