Sunday, October 11, 2015
თამბაქოს შედგენილობა
თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. კანცეროგენი წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას.
სიგარეტის ბოლი შეიცავს ისეთ მომწამლავ გაზს, როგორიცაა კარბონმონოქსიდი, რომელიც შედის აგრეთვე ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ გაზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება, იკავებს რა ჟანგბადის ადგილს, მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment